საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ბერლინის საჯარო სამართლის საზაფხულო სკოლა

    თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საჯარო სამართლის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში გაემგზავრნენ.

     

    სასწავლო ვიზიტის მიმდინარეობისას ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის პროფესორების მიერ  ჩატარდა ლექცია-სემინარები საჯარო სამართლისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. სტუდენტები იმყოფებოდნენ ბერლინის საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც მოსამართლეებისაგან მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია გერმანიის სასამართლო სისტემის ორგანიზაციისა და ფუნქციონირების თავისებურებების შესახებ.

     

    აღსანიშნავია, რომ ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლამ საჯარო სამართლის საზაფხულო სკოლის ფარგლებში წელს პირველად უმასპინძლა ქართველ სტუდენტებს. პროექტში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინელი და გერმანელი სტუდენტებიც.

     

    ბერლინის საჯარო სამართლის საზაფხულო სკოლას ხელმძღვანელობდა პროფ. პაატა ტურავა.

    თარიღი: 23/07/2023